თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, „გერმანული ჰოსპიტლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ორი ადამიანი ჩაცხრილეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ „დაიჯესტს“ განუცხადა, გარდაცვლილები 60 წელს გადაცილებული ქალი და კაცი არიან. ისინი ცოლ-ქმარი იყვნენ.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. პერიმეტრზე მობილიზებულები არიან შსს-ს შესაბამისი დანაყოფები.
„დაიჯესტი“ მომხდარის შესახებ დამატებით დეტალებს არკვევს.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ „ყველაზე დიდი საჩუქარი სხვებისთვის ბედნიერების მოტანაა...“ - ნუცა ბუზალაძე პროექტ „ნიჭიერზე“
⭕ კაილი ჯენერს ყოფილმა დამლაგებელმა უჩივლა - ეს ბოლო შვიდი თვის განმავლობაში უკვე მეოთხე სარჩელია