Digest Logo

ტრაგედია ფოთში: დაიღუპა 22 წლის ახალგაზრდა - „ავტომანქანა ჯერ ევაკუატორს შეეჯახა, მოსრიალდა და შემდეგ ტრაილერს დაეჯახა“

1763802062
ტრაგედია ფოთში

ფოთ­ში მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ახალ­გაზ­რდა კა­ცის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა, ერთი პირი კი და­შავ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ვი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა ჯერ ევა­კუ­ა­ტორს შე­ე­ჯა­ხა, მოს­რი­ალ­და და შემ­დეგ ტრა­ი­ლერს და­ე­ჯა­ხა.

შემ­თხვე­ვის შე­დე­გად 22 წლის თომა პა­ჭ­კო­რია ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა.

„სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს, რო­გორ უნდა შევ­ხე­დოთ მის დე­დას თვა­ლებ­ში, არ ვი­ცით. 22 წლის უკარ­გე­სი შვი­ლი და­კარ­გა. თომა მალე და­ო­ჯა­ხე­ბას აპი­რებ­და, რო­გორც ვიცი. შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჰყავ­და. უპა­ტი­ოს­ნე­სი, ძა­ლი­ან თბი­ლი ბავ­შვი იყო. ზო­გა­დად, ეგ მო­ნაკ­ვე­თი, სა­დაც ავა­რია მოხ­და, სა­ში­ნე­ლი ად­გი­ლია. უამ­რა­ვი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა ხდე­ბა მანდ. რა გახ­და ამ გზა­ზე კა­მე­რე­ბის და­ყე­ნე­ბა? რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი უნდა ემსხვერ­პლოს ავა­რი­ას" - უყვებიან ambebi.ge-ს.

არსებული ინფორმაციით, დაშავებული პირი სასწრაფო-სამედიცინო დახარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეზღუდულია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ გიორგი ფულარიანი: „სეტანტა სპორტზე“ ყველნი მანიაკები ვართ!“

⭕„როდესაც ზნეობა მიდის... ინტელექტი კარგავს სიზუსტეს“- რას წერს გია მურღულია

⭕„რატომ ცხოვრობს ადამიანების 99% სხვისი ცხოვრებით?...“ - რას წერს რამაზ გიგაური

წყარო: www.ambebi.ge