Digest Logo

🎥 „ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანება მიაყენა მეუღლეს“ - დაკავებულია 1 პირი

1770014732
დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით - თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1975 წელს დაბადებული ა.გ. დააკავეს.

ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეუღლეს - 1986 წელს დაბადებულ კ.ნ.-ს.დაჭრილი კ.ნ. შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია გადაყვანილი.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ა.გ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 მიხეილ ცაგარელის კვირის ასტროლოგიური პროგნოზი: „გვაქვს სავსემთვარეობა და სამი გეომაგნიტური დღე“ - ვინ უნდა იყოს ფრთხილად და ვის გაუმართლებს?

⭕„ნუ გრცხვენიათ თქვენი იარების და სულიერი ნაპრალების...“ - რას გვირჩევს ეზოტერიკოსი

⭕„დიეტის დაწყება იდეალურია!...“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი