ეზოტერიკოსი, ნუმეროლოგი, ტაროლოგი, რომელიც „ფეისბუკზე“ Abagael Bagi-ის სახელით არის დარეგისტრირებული სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს, სადაც ადამიანების თვითმიღების მნიშვნელობაზე საუბრობს:
„ჩვენ სულ ვცდილობთ, რომ „მთელები“ ვიყოთ. არაფერი გვეტკინოს, არაფერი გაგვებზაროს... მაგრამ დააკვირდით: სინათლე ოთახში საიდან შემოდის?
მხოლოდ ღია ფანჯრიდან ან კედლის ნაპრალიდან.
ნუ გრცხვენიათ თქვენი იარების და სულიერი ნაპრალების.
ეს ის ადგილებია, საიდანაც თქვენში სინათლე შევიდა და საიდანაც ახლა სხვებს ანათებთ. „იდეალური“ ადამიანი მოსაწყენია, როგორც უნაკლო, მაგრამ ცივი მარმარილო. ადამიანი, რომელმაც ტკივილი გადაიტანა და მაინც იღიმება — აი, ეს არის მშვენიერება.
დღეს გიყვარდეთ თქვენი თავი თქვენივე ნაკლოვანებებით. სწორედ ეს ნაკლოვანებები გხდით თქვენ ნამდვილს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
⭕ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დიეტის დაწყება იდეალურია!...“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი
⭕„მიტევება სისუსტე კი არა, ღირსებაა...“ - რას წერს გია მურღულია