Digest Logo

„ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა...“ - ვაკეში მომხდარი მკვლელობის დეტალები

1795023407
ლენტი და ცივი იარაღი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 18 ნოემბერს თბილისში ნიკოლოზ ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიწისქვეშა ავტოსადგომზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნაცნობ მამაკაცს ჯერ ფიზიკურად დაუპირისპირდა, ხოლო შემდეგ ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. დაპირისპირებისას დაშავდა თავად ბრალდებულიც.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ როგორ გვიბრუნებს სამყარო ჩადენილ ცუდ საქციელს - „ხშირია ფინანსური პრობლემები“

🎥 „თამილამ ჩემს ცხოვრებაში სიწყნარე და სტაბილურობა შემოიტანა“ - გიორგი წერეთელი მეუღლესთან ურთიერთობასა და ჰიტად ქცეულ სიმღერაზე

⭕ თბილისში ყიფშიძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა

✕