მომღერალმა გიორგი წერეთელმა გადაცემაში „დღის პოსტი“ მეუღლესთან, თამილა მარეხაშვილი ურთიერთობასა და ოჯახურ ჰარმონიაზე ისაუბრა.
როგორც არტისტმა აღნიშნა, მეუღლის გამოჩენამ მის ცხოვრებაში სიმღერა „ბედნიერი ვარ“ შექმნა, რომელმაც შემდგომში დიდი პოპულარობა მოიპოვა, ხოლო ოჯახმა მისთვის მთავარი საყრდენისა და სიმშვიდის ადგილი იპოვა.
„თამილას გამოჩენამ ჩემს ცხოვრებაში შექმნა სიმღერა „ბედნიერი ვარ”, რომელიც შემდგომში გაჰიტდა. ჩემი ტექსტი იქაც.
გიორგის ძალიან უყვარს ოჯახი. ენერგიულიც ვარ. ოჯახში შეიძლება ძალიან აქტიური არ ვიყო, რადგან ოჯახი ენერგიის შევსების წყაროა. მთელი ჩემი ცხოვრება ცემი ოჯახი იყო ეკლესია. მადლობა ღმერთს იმ ადამიანისთვის რომელიც ჩემს გვერდშია დღეს. იგი არის ისეთივე ადამიანი, რომლისთვისაც პირველ საფეხურზე დგას ოჯახი. შემდეგ დანარჩენი სხვა და ემოციები. როგორც ჩვენ ოჯახს სჭირდება ისე ვიქცევი მეც და თამილაც.
თამილამ ჩემ ოჯახში შემოიტანა უფრო მეტად სიწყნარე და სტაბილურობა. ბედნიერება ეს არის მთავარი. ჩემი მიზანი ყოველთვის იყო ჯანმრთელი ოჯახის აწყობა. იყო რამდენიმე ურთიერთობა, რომელმაც ეს ვერ მომიტანა. თუმცა საბოლოოდ ამას მივაღწიე“, - აღნიშნა გიორგი წერეთელმა.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ თბილისში ყიფშიძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა
🎥 „არ უნდა იყოს სიშავისკენ წასული...“ - ირაკლი არაბულის რეკომენდაციები შებოლილ პროდუქტებზე