
კახეთში, ავარიის შედეგად დაღუპული ცოლ-ქმრის ვინაობა ცნობილია. გავრცელებული ცნობით, ტრაგიკულ შემთხვევას ბიჭია და მარიკა ამბროსიშვილების სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ცნობით, ცოლ-ქმარი საკუთარი სახლის წინ ისხდნენ, როცა მანქანა დაეჯახა.
„ვიზიარებთ ოჯახის და სოფელ საბუის დიდ ტრაგედიას, უფალმა ნათელში ამყოფოს ბიჭია და მარიკა ამბროსიშვილების ლამაზი სული.
გამძლეობა მისცეს უფალმა მათ ოჯახს და საყვარელ ახლობლებს!“, - ვკითხულობთ ფეისბუკ გვერდზე გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
ცნობისთვის, შემთხვევა 22 აპრილის საღამოს მოხდა, მომხდარზე დაკავებულია მანქანის მძღოლი.
შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „წარმოადგენს თუ არა ბოტოქსი ტვინისთვის საფრთხეს?“ - კოტე თოდუა მითებზე და რეალობაზე
🎥 „სამწუხაროდ, ღირსების ორდენი დავკარგე“ - რას ჰყვება თემურ თათარაშვილი
⭕„შენ იმსახურებ ყველაფერს საუკეთესოს!“ - გურამ ლომიძე იუბილარია
⭕„ეს არსება არის მოძალადე, გინდათ ძალადობის ფაქტები მოვყვე?“ - რას წერს ანი გიუნტერი