მცხეთის რაიონის, სოფელ მუხრანში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, მოკლულია ორი ადამიანი.
პირველადი ინფორმაციით, ორივე პირი მანქანაში ჩაცხრილეს. გავრცელებული ცნობით, მომხდარის მოტივი შურისძიებაა და მკვლელობა წარსულში არსებულ უთანხმოებას უკავშირდება.
„ჩვენი სოფლელი ორი ბიჭია მოკლული, ზურა სანამაშვილი და გია ქილარჯიანი. მანქანაში ჩაცხრილეს ორივე. მიზეზი არ ვიცი. რაც შევიტყვე ის არის, რომ ჩაცხრილა ისინი ვიღაცამ, რომელიც ფეხით გადაადგილდებოდა. სხვა დეტალები არ ვიცი. ვიცი, რომ ზურა და გია იყვნენ ერთად. როგორც ვიცი, ზურას გვარი შეცვლილი აქვს, რადგან საზღვარგარეთ დადიოდა სამუშაოდ და შეიძლება სხვა გვარი ჰქონდა, ზურა დაოჯახებულია, 42 წლის იქნება. გია მგონი მასზე უფროსია. ძალიან მძიმე ფაქტი მოხდა. რატომ გაიმეტეს ისინი მოსაკლავად არ ვიცი“, - ჰყვება ადგილობრივი ambebi.ge-სთან.
როგორც „დაიჯესტს“ შსს-ში უთხრეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება ორი მუხლით, 109-ე და 236-ე, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕მოკლულია ორი ადამიანი - რა მოხდა მუხრანში: ახალი დეტალები
⭕„მოერიდეთ: გართობას, ალკოჰოლს, ჭარბ კვებას...“ - 24 იანვრის ტენდენციები თაკო მელიქიშვილისგან
⭕ჩინური ახალი წლის მთავარი იღბლიანი და არახელსაყრელი დღეები
წყარო: www.ambebi.ge