თუშეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 34 წლის სიმონ ხეჩაშვილი დაიღუპა.
კაცი წარმოშობით ახალციხიდან არის და თუშეთში, ჰესის თანამაშრომელი იყო.
ავარია სოფელ ქვემო ომალოში, ვიზიტორთა ცენტრსა და პოლიციას შორის ტერიტორიაზე მოხდა.
„ტოიოტას“ მარკის ავტომობილი, რომელშიც ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამობრუნდა.
შემთხვევის შედეგად მძღოლი, სიმონ ხეჩაშვილი, ადგილზე გარდაიცვალა, ოთხი მგზავრი დაშავდა.
დაშავებულებს შორის არის ორი და, რომლებიც ლაგოდეხიდან არიან.
ყველა დაშავებულს თელავის რეფერალურ კლინიკაში მკურნალობენ.
ექიმების ინფორმაციით, მგზავრებს მრავლობითი დაზიანებები და ქვედა კიდურების მოტეხილობები აქვთ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ვამაყობ...“ - თამო ვაშალომიძე ვენეციის კინოფესტივალზე ქალიშვილის დიზაინით შექმნილი კაბით წარდგა
⭕როკმუსიკის ლეგენდა ფრედი მერკური დღეს, 5 სექტემბერს 80 წლის გახდებოდა