ურეკში უბედური შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ურეკში ზღვაში 3 წლამდე ბავშვი დაიხრჩო.
გავრცელებული ცნობით, მცირეწლოვანი ბავშვი მშობლებს კარვიდან გამოეპარა.
მათივე ცნობით, ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს. ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.