საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ერთი პირი დააკავეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება–გასაღების ბრალდებით.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 700 აშშ დოლარის სანაცვლოდ ერთ მოქალაქეზე გაასაღა ყალბი ქართული მართვის მოწმობა.
საგამოძიებო სამსახური აგრძელებს მოქმედებებს დანაშაულში სხვა შესაძლო მონაწილეთა გამოვლენისა და მხილების მიზნით.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ექვს წლამდე ვადით.