Digest Logo

ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 1 პირი დააკავეს

1716272107
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, დაკავებულ იქნა ერთი პირი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ საცხოვრებლად გამგზავრებით დაინტერესებულ პირებს უმზადებდა ყალბ დოკუმენტებს, რომელთა გამოყენებითაც პირს შეეძლო შედარებით მარტივად მიეღო თავშესაფარი, როგორც პოლიტიკურ და ძალადობის მსხვერპლს.

დადგენილია, რომ ბრალდებულმა ერთ-ერთ ასეთ პირს 500 აშშ დოლარისა და 550 ლარის საფასურად დაუმზადა სამართალდამცავი ორგანოს მიერ გაცემული ყალბი წერილი იმის შესახებ, რომ პირის მიმართ განხორციელებული მუქარების გამო თითქოსდა მიმდინარეობდა გამოძიება და ერთ-ერთი ორგანიზაციის მიერ გაცემული ყალბი ცნობა თითქოსდა პირი იყო პოლიტიკური დისკრიმინაციისა და ძალადობის მსხვერპლი. ასევე, მეტი დამაჯერებლობისათვის, გაყალბებულ იქნა სამედიცინო დაწესებულების სახელით გაცემული ფორმა #100, რომლის თანახმადაც მოქალაქეს მიყენებული ჰქონდა ფიზიკური დაზიანებები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა ყალბი დოკუმენტაციის დასამზადებლად განკუთვნილი კომპიუტერული ტექნიკა და სხვადასხვა ორგანიზაციის ბეჭედი“, - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„მჯეროდა, მთებს გადავდგამდი, ვერაფერი მომერეოდა, შეყვარებული არასდროს მაწყენინებდა, ყველაფერს ავაწყობდი“ - ხათუნა სამნიძის ემოციური პოსტი

„ასე არჩევენ ყვავილებს თუ რომელი გამოდგება ხელმეორედ შესაფუთად და გასაყიდად“ - რა ფოტოები ვრცელდება ქუთაისის სასაფლაოდან

⭕„ტროლების ახალი შემოტევა მაქვს, ძირითადი მესიჯბოქსია, რომ მახინჯი ბებერი ვარ და გავაფრინე“ – რას წერს მაია ასათიანი