Digest Logo

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6029 ლარი გახდა - ვალუტის კურსი

1690291345
ლარის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 25 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6029 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6003 ლარი იყო.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8752 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8837 ლარს შეადგენდა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.0966 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 26 ივლისიდან შევა ძალაში.