
თურქეთის სამხრეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ნალექისა და ნისლის გამო, მძღოლმა საჭე სწორად ვერ მომართა და ავტობუსი გზიდან გადავარდა.
შემთხვევა ანამურ-გაზიფაშას გზატკეცილზე მოხდა. სამგზავრო ავტობუსი ანტალიის მიმართულებით მოძრაობდა.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.