Digest Logo

🎥 „1 წლის შემდეგ დამეწყო საშინელი სისუსტე, 14 წელია მაქვს, საკმაოდ მძიმე ფორმით“ - რა საფრთხე შეიქმნა მარიკა ბაკურაძემ ფუკუშიმას ბირთვული რეაქტორის გადაღებით?

1727364631
სალომე ბაკურაძე

გადაცემა „სიცრუის დეტექტორი“ ახალ სეზონს აგრძელებს.  წამყვანის პირველი სტუმარი ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე იყო, სადაც მან პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.

ჟურნალისტმა თავისი პროფესია და მასთან დაკავშირებული შემთხვევებიც გაიხსენა, მათ შორის ტოკიოში გადაღებული სიუჟეტი, რამაც მისი ჯანმრთელობა სერიოზულად დააზიანა.

„მე და ჩემი ოპერატორი გადაღებაზე ვიყავით ტოკიოში, 1 წელი იყო გასული იმ ცნობილი ტრაგედიიდან, როცა ატომური სადგური დაინგრა. 

არავინ იყო ქართველი, ვისაც ეს ჰქონდა გადაღებული. გეგმა და ჩანაფიქრი გვქონდა, იქნებ ფუკუშიმაზე ცალკე რეპორტაჟი გადაგვეღო, რაც იმ სიტუაციას ასახავდა. წავიღეთ რადიაციის საზომი, რომ გვეჩვენებინა იყო თუ არა ზღვარზე მეტი. 

არ ვიცი როგორ შევაღწიეთ, მგონია, რომ დაცვა ვერ მიხვდა რა ხდებოდა. როცა გადავიღეთ და გამოვედით, დავიწყე გაზომვა რადიაციის და იყო ძალიან მაღალი. თუ ნორმა იყო 9 აჩვენა 36. ამასთან ერთად, დაიწყო რადიაციული წვიმა.

დაახლოებით 1 წლის შემდეგ დამეწყო საშინელი სისუსტე, დამიდგინდა რკინა დეფიციტური ანემია და ეს უკვე 14 წელია მაქვს, საკმაოდ მძიმე ფორმით. წელიწადში 1-2ჯერ მიწევს ინტრავენური გზით რკინის გადასხმა“, - ამბობს მარიკა ბაკურაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ვარდივით გოგო ხარ“ - ნუცა თოფურია ახალ კადრებს გვიზიარებს

⭕„დეგრასის“ ტაძარში დაცულია წმინდა ქეთევან დედოფლის ფრესკა, სადაც მისი წამების სრული სცენაა ასახული“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე?

⭕როგორი ამინდია საქართველოში დღეს მოსალოდნელი?