Digest Logo

„10 წლის შემდეგ გამოვიდა ჩემი ახალი ალბომი... მსურს დიდი მოწიწებით მოვეფერო დიდ ადამიანებს, რომლებმაც დაკარგვას გადაარჩინეს ჩემი სიმღერები“ - ნინო ბაშარული

1749541011
ნინო ბაშარული

მომღერალმა ნინო ბაშარულმა დაახლოებით ერთი წლის წინ თურქეთში ოპერაცია გაიკეთა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, რეაბილიტაციაც წარმატებით გადალახა და საქართველოში ახალი და საინტერესო გეგმებით  იყო დაბრუნებული. 

მის გეგმებმა ფრთები უკვე შეისხა და მომღერალმა 10 წლის შემდეგ ალბომი გამოუშვა, სადაც მისი 12 რჩეული სიმღერაა შესული. 

სასიხარულო ინფორმაციას ნინო ბაშარული სოციალური ქსელის გამომწერებს უზიარებს:

„12 რჩეული სიმღერა. ასე მგონია, ევერესტი დავიპყარი.

დიახ, ახალი ალბომი უკვე გამოვუშვით. ის მუსიკალურ პლატფორმებზე 20 ივნისიდან აიტვირთება და ამ ყველაფრის ორგანიზატორი, არც მეტი და არც ნაკლები, ჩემი საკუთარი შვილია, რომელმაც ღამეები ათენა და სპეციალურად სწავლობდა აპლიკაციებს, საიტებს, პროგრამებს, რომ ჩემი შემოქმედება, განსაკუთრებით ახალი ალბომი სწორად პოზიციონირებულიყო. მადლობა შენ დე.

ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, გრძლად გამომდის ხოლმე მადლიერების თქმა, მაგრამ სხვაგვარად არ ძალმიძს. მადლობა ჩემს უსაყვარლეს ჩამწერ სტუდიას Heima Production სამი უკარგესი პროექტისთვის „ოროველა”, „დარაბა” და „ჯადოსნურ ღამეს”…

ჰეიმასნაირი ჩამწერი სტუდიები, სადაც გულწრფელი ღიმილით გმასპინძლობენ და სადაც როგორც შინ, ისე გრძნობ თავს, ეს დიდი ფუფუნებაა. ბეთხო, მებო და ფრანკო - ის პირამიდა იყო, რომლითაც მოხდა ჩემი შემოქმედებითი მუხტის ამაღლება, გაათმაგება. თითქოს მუსიკოსები ჰეიმაში საკუთარი თავის უმაღლესი ვერსიები ხდებიან.  

ადრე ვისაუბრე, რომ დიდი გაჭირვების ჟამს, მუსიკოსები გვერდზე ვედექით ერთმანეთს. უანგაროდ მიწერდნენ ინსტრუმენტების პარტიებს სიმღერებისთვის. ერთხელ არავის არ დაუყვედრებია, თბილისი იყო ურთიერთობა. ამიტომ, ის რაც შეიქმნა, მასში თითოეული თქვენგანის შემოქმედებითი ცეცხლიც ჩაიდო. განზავდა. ჩვენია.

10 წლის შემდეგ, გამოვიდა ჩემი ახალი ალბომი და მე, როგორც მუსიკოსმა, მსურს დიდი მოწიწებით მოვეფერო დიდ ადამიანებს, ჩემს უმაგრეს კოლეგებს, გენიოსებს,, რომლებმაც თუნდაც პატარა წვლილი შეიტანეს ჩემს განვითარებაში, რომლებმაც დაკარგვას გადაარჩინეს ჩემი სიმღერები: მიკა მდინარაძე, ბეთხო, ნოდარ ექვთიმიშვილი, დათო ლონდარიძე, გიორგი ფხალაძე, დათო შამანაური, გიორგი სირაძე, გია ფეიქრიშვილი, ლიამ ქრისთი, სანდრო ნიკოლაძე, ზურა მოსიავა, ირაკლი ქოიავა, ლევან დეისაძე, უჩა მეტრეველი, შოთა ლეგაშვილი, ზიკო ნაზღაიძე, სპაკო კაჭარავა, აჩიკო ციმაკურიძე, და უამრავი ის ადამიანი, ვინც სიტყვით თუ საქმით გამაძლიერა ისე, რომ შესაძლოა, თვითონაც კი ვერ მიხვდა.

განსაკუთრებული მადლობა, ჩემს პოეტ მეუღლეს შესანიშნავი ტექსტებისთვის, რომელიც ჩემი სიმღერებისთვის დაწერა: დარაბა, ტანგო, ნიავო, ქარი ქრის, მგზავრული“, - წერს ნინო ბაშარული.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ვცდილობ ახალგაზრდულად დავბერდე... ხშირად მიფიქრია, ახლა ოცი წლით პატარა ვიყო და ეს ტვინი მქონდეს-მეთქი“ - რას ჰყვება თამუნა ამონაშვილი

ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც ივნისში ფინანსური წარმატება და იღბალი ელოდება

თამთა ხუხუნაიშვილმა და აჩიკო გოგიტიძემ ჯვარი დაიწერეს - წყვილმა შვილიც მონათლა