საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი მაკა გიორგობიანი სტუმრად გადაცემაში „ნოესთან“ იმყოფებოდა, სადაც აღნიშნული სპორტის მიღწევებზე ისაუბრა:
„100-მდე მედალი გვაქვს აღებული მხოლოდ საქართველოს ნაკრების წევრებს. აქ არ ვთვლი პატარა მოციგურავეებს. აქედან 46 არის ოქრო. თითოეული ტურნირი არის უმაღლესი კატეგორიის, საერთაშორისო ჩემპიონატი. მათ შორის მსოფლიო ჩემპიონატი და ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები.
პირველად მოიგეთ მსოფლიო ფინალი, ცეკვების კატეგორიაში შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატი. ასევე პირველად ავიღეთ საქართველოს ზამთრის სახეობების სერიაში ოლიმპიურ თამაშებზე. ეს იყო ლუკა ბერულავას ჯილდო. შემდეგ გუნდურ ასპარეზობაში ავიღეთ ოქროს მედალი“, - აღნიშნა მაკა გიორგობიანმა.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵2025 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი UFC-ის მებრძოლები - რომელ ადგილზე არიან მერაბი და ილია?