Digest Logo

12 და 13 წლის ბავშვებმა რუჯის მისაღებად ლეღვის ნახარში გამოიყენეს - როგორია მათი მდგომარეობა?

1628487105
ლეღვის ნახარში

ლეღვის ნახარშით მიღებული დამწვრობებით საავადმყოფოში ორი მოზარდია მოთავსებული.

12 და 13 წლის ბავშვები თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაში ზუგდიდიდან გადმოიყვანეს.

ამის შესახებ ინფორმაციას „კურიერი“ ავრცელებს.

ექიმის ინფორმაციით, მოზარდებს საკმაოდ მძიმე, 20%-იანი დამწვრობა აქვთ მიღებული და შესაბამის მკურნალობას გადიან.

მედიკოსები კიდევ ერთხელ აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ რუჯის მისაღებად სხეულზე ლეღვის ნახარშის წასმა დაუშვებელია.