Digest Logo

„12-ჯერ ჩაურტყამს ჩაქუჩი თავში, აქვე ტყეში იმალებოდა“ - სამეგრელოში მომხდარი სასტიკი დანაშაულის დეტალები

1716546477
მარინა კუდავა

ზუგდიდის სოფელ კორცხელში, ქმარმა ცოლი ბლაგვი საგნით მოკლა. შემთხვევა 23 მაისს ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, კაცმა 61 წლის ცოლს, მარინა კუდავას, ჩაქუჩი თავში რამდენჯერმე ჩაარტყა. 

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალი მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზაზეა გადასვენებული. მკვლელობის მიზეზად ოჯახური კონფლიქტი სახელდება.

ტრაგედიაზე გარდაცვლილი ქალის მეზობლები საუბრობენ:

„წამოუყვანია კახათიდან, შეუტყუებია სახლში, მოუკლავს და დაურეკავს შვილზე, დედაშენი მოვკალი და მიდით მოუარეთო.

12-ჯერ ჩაურტყამს ჩაქუჩი თავში. გაცილებულები არ იყვნენ, ერთად ცხოვრობდნენ.

არ გაქცეულა, ტყეში ყოფილა დამალული“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ცნობისთვის, ზუგდიდში, ცოლის მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა.

ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

რა ნივთებს არ უნდა შეეხოთ სხვის სახლში, რომ სერიოზულ უსიამოვნებებს ასცდეთ

⭕ როგორ არ მოვტყუვდეთ ონლაინ „შოპინგის“ დროს? - რჩევები იმისთვის, რომ ხელში უხარისხო პროდუქტი არ შეგვრჩეს

🎥 „ყველაფერი მინდოდა ექიმობის გარდა“ - რას ამბობდა გულიკო ჩაფიძე