„როდესაც მამინაცვალი მაუპატიურებდა და დედას დახმარებას ვთხოვდი, დედაჩემი მუსიკას ხმამაღლა უწევდა“, - უმძიმესი დანაშაულის მსხვერპლი 12 წლის უსინათლო გოგონაა.
შემზარავი ამბავი, რომელიც მას გადახდა, საქართველოში პირველად მოხდა - მამინაცვალი სექსუალურად ძალადობდა, ამაში კი მოძალადეს ბავშვის დედა თავად ეხმარებოდა. მამინაცვალი, ერთი წლის წინ, ციხეში 19 წლით გაუშვეს, ახლა კი გაუპატიურებაში დამხმარე დედა გაასამართლეს.
უპრეცედენტოა განაჩენით, რომელიც მშობელს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოუტანა - ქალი ციხეს ვერასდროს დატოვებს. მოსამართლემ უვადო სასჯელის გამოცხადებამდე თითქმის 24 საათი იფიქრა.
დახურულ სხდომაზე შემზარავი ფაქტები დაადასტურა მსხვერპლი გოგოს უმცროსმა ძმამ. ბიჭი დაზე ძალადობას არაერთხელ შეესწრო.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, არანაირი ვადიანი თავისუფლების აღკვეთა არ იქნებოდა შემაკავებელი ასეთი მძიმე დანაშაულების მიმართ, რასაც ბავშვები ჰყვებიან. რომან ხორავამ ქალს უვადო პატიმრობა ამ მოტივით მიუსაჯა.
ბავშვების ადვოკატი, რომელიც მსხვერპლ მოზარდებს რამდენიმე წელია იცავს, თამარ გაბოიძეა. მან დაიხსნა მოძალადე ოჯახისგან 2 მოზარდი მაშინ, როდესაც მამინაცვალი მოწყალების თხოვნას აიძულებდა. ბავშვები ადვოკატის დახმარებით, ახლა უსაფრთხო გარემოში არიან.
თემაზე რეპორტაჟი „კურიერი P.S-მა“ მოამზადა, იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ბრძოლის კვირა“ - ალექსანდრე თოფურია სიდნეიდან ფოტოებს გვიზიარებს
🎥 „რაც მიშა მესხის ცოლი ვარ საცერში ვარ სულ...“ - რას ჰყვება სოფო ბედია?