Digest Logo

„ბრძოლის კვირა“ - ალექსანდრე თოფურია სიდნეიდან ფოტოებს გვიზიარებს

1738512193
ალექსანდრე თოფურია

ილია თოფურიას ძმა ალექსანდრე თოფურია UFC-ში სადებიუტო ბრძოლას სიდნეიში 9 თებერვალს ჩაატარებს.

ალექსანდრე თოფურია ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე სიდნეიდან ფოტოებს აქვეყნებს:

შეგახსენებთ, რომ სუპერმსუბუქი წონის დივიზიონში ალექსანდრე თოფურიას მეტოქე ავსტრალიელი კოდი ჰადონი იქნება, რომელსაც შერეული ორთაბრძოლების სხვადასხვა დივიზიონში შვიდი გამარჯვება და ერთი მარცხი აქვს. უშუალოდ UFC-ში მან ერთხელ იბრძოლა და 2024 წლის ოქტომბერში დენ არგუეტა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

რაც შეეხება ალექსანდრე თოფურიას, 28 წლის მებრძოლს სხვადასხვა ორგანიზაციის ეგიდით ექვს ბრძოლაში აქვს მონაწილეობა მიღებული, მის ანგარიშზე ხუთი მოგება და ერთი მარცხია. უფროსი თოფურია ბოლოს 2023 წლის მაისში ჯონ სეგასს დაუპირისპირდა და ნოკაუტით სძლია.

თოფურიასა და ჰადონის ბრძოლა UFC 312-ის ეგიდით გაიმართება. ალექსანდრე შერეული ორთაბრძოლების ყველაზე წარმატებული ორგანიზაციის მეექვსე მოქმედი ქართველი სპორტსმენი გახდება.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Aleksandre Topuria (@aleksandre_topuria)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕მეუფე შიო - „უფალი ყოველთვის მიდის იმასთან, ვინც უფალთან შეხვედრას ეძებს... თუ დავიცავთ მის მცნებებს, შევუდგებით მას და გავხდებით მისი მოწაფეები, მაშინ ვიხილავთ უფალს“

🎥 „რაც მიშა მესხის ცოლი ვარ საცერში ვარ სულ...“ - რას ჰყვება სოფო ბედია?

🎥 „აისი“ ოფიცრები ძირითადად რეიდებს ატარებენ ქუჩაში...“ - ვის დაადეპორტებენ ამერიკიდან?