Digest Logo

13 ივნისის ტრაგედიიდან 7 წელი გავიდა

1655096619
13 ივნისის ტრაგედია

დღეს 13 ივნისის ტრაგედიიდან 7 წელი გავიდა. წყალდიდობას, რომელიც თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში, 2015 წლის 13 ივნისს მოხდა, 21 ადამიანი ემსხვერპლა, ორი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ასობით კი დაზარალდა.

სტიქიამ გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია, მას ზოოპარკის ბინადართა ნაწილიც ემსხვერპლა.

თბილისის მერი დღეს დაღუპულთა მემორიალს ყვავილების გვირგვინით შეამკობს და მათ ხსოვნას პატივს მიაგებს. დღესვე, მზიურში ამ ტრაგედიის სიმბოლოს - ბეჰემოტი „ბეგის“ ძეგლი გაიხსნება.