Digest Logo

🎥 ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებისთვის საუკეთესო საშინაო საშუალება - არუნ ხათრის რჩევები

1731418494
 არუნ ხათრი

ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს „იუთუბის“ საკუთარ არხზე. იგი ოჯახთან ერთად წლებია საქართველოში ცხოვრობს და ქართულ ენასაც კარგად ფლობს. მისი მეუღლე ქართველია, წყვილს სამი შვილი ჰყავს.

ამჯერად, არუნ ხათრი ახალ ვიდეოს აქვეყნებს და ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებისთვის საუკეთესო საშინაო საშუალების შესახებ გვიამბობს - რაც დაფნას და მის სიკეთეს უკავშირდება.

„ადამიანში ვირუსი სამი გზით შედის ესენია - პირი, ყური და ცხვირი. 

ადამიანი, რომელსაც ყელის ტკივილი აწუხებს მხოლოდ დაფნის ფოთლითაც შეუძლია მკურნალობა, მას შეუძლია ბაქტერიული და ვირუსული ინფექციის მკურნალობა. დაფნის ფოთლით მკურნალობა შეუძლია, როგორც ბავშვებს ასევე მოზარდებსაც. 

ბავშვებს ხველის დროს დღეში 3 ჯერ დაალევინეთ დაფნის ფოთლისგან ჩაი.

როგორ უნდა გააკეთოთ დაფნის ფოთლისგან  ჩაი? - დაგჭირდებათ 3 ინგრედიენტი - წყალი, დაფნის 2 ფოთოლი და დარიჩინი. უმჯობესია ჩაის არ დაამატოთ შაქარი და დაამატოთ თაფლი თუ გემო არ მოგწონთ. 

ცხელ წყალში ჩააყარეთ 2 ცალი დაფნის ფოთოლი და დარიჩინი, წყლის ადუღებიდან 2-3წთ-ის შემდეგ  გადაწურეთ და დალიეთ“, - ამბობს არუნ ხათრი. 

უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇

ასევე დაფნას გააჩნია 11 სასწაულმოქმედი თვისება, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ: 

1. დაფნის ნაყენი ძალიან სასარგებლოა იმათთვის, ვისაც შაქრიანი დიაბეტი აწუხებთ. ნაყენი ამცირებს სისხლში გლუკოზისა და ქოლესტერინის დონეს. დაფნაში შემავალი ანტიოქსიდანტები 30 დღის განმავლობაში უწყობენ ხელს სისხლში ინსულინის დონის დარეგულირებას.

2. ძალიან კარგია საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის. დაფნის ჩაი დაგეხმარებათ მეტეორიზმის, ყაბზობისა და გულძმარვის დროს.

3. ფიტოელემენტები,რომლებსაც ეს მცენარე მრავლად შეიცავს, ამცირებს გულის შეტევის რისკს და ძალიან კარგია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

4. გაციების დროს შეგიძლიათ მიირთვათ დაფნის ჩაი. მას შეუძლია რესპირატორულ ინფექციებს შესანიშნავად გაუმკლავდეს. ადუღებულ წყლაში ჩააგდეთ 2-3 დაფნის ფოთოლი, გააჩერეთ 10 წუთით და მიიღეთ. ის დაბლა წევს სიცხეს, ამცირებს ხველას და გაციების სხვა სიმპტომებს.

5. მას აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. დაფნის ზეთი ანთების საწინააღმდეგოა, ებრძვის დაჭიმულობასა, ართრიტს, რევმატიზმს. თავის ტკივილისა და შაკიკის დროს დაფნის ზეთი შეიზილეთ საფეთქლებზე და დაიმასაჟეთ.

6. დაფნა ქალურ პრობლემებსაც უმკლავდება. მენსტრუაციული პრობლემები და მისი დარეგულირება მას შეგიძლიათ მიანდოთ. ძალიან კარგია ის, ასევე, ვაგინალური პრობლემებების დროს.

7. დაფნის ჩაი უზრუნველყოფს მშვიდ ძილს.

8. ებრძვის ცხვირიდან სისხლდენას.

9. ასუფთავებს კბილებს. დაფნის ფხვნილით გაიხეხეთ 3 დღეში ერთხელ კბილები და შედეგით გაოცდებით.

10. მწერის ნაკბენის დროს შეგიძლიათ შეიზილოთ დაფნის ზეთი, თავიდან აგარიდებთ გაღიზიანებას.

11. მისი ნახარში თირკმლის ანთებისა და კენჭების დროს აქტიურად გამოიყენება.

12. კანისთვის კი იდეალურია დაფნის ნიღბები.

ასევე დაგაინტერესებთ:

„როცა ახალ ბინაში შედიხართ, შვიდჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით, ვინ ცხოვრობდა იქ და ამ სახლმა რა გზა გაიარა...“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე?

🎥 რატომ გვიჭირს გადაწყვეტილების მიღება და როგორ დავძლიოთ შიშები? - ფსიქოლოგის რჩევები

„დაძაბული დღე გექნებათ, ამიტომ ეცადეთ, რომ რაციონალურები იყოთ... ბევრ ენერგიას ნუ გაფლანგავთ“ - 12 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი