Digest Logo

15 სექტემბერს საქართველოში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

1789451266
220-ე საჯარო სკოლა თბილისში Digest.ge

დღეს, 15 სექტემბერს, ახალი სასწავლო წლის ათვლა იწყება - თბილისში, 30-მდე საჯარო სკოლაში სწავლა სრულიად განახლებულ გარემოში დაიწყო.

წელს სკოლაში, პირველად, 45 000 პირველკლასელი მივა.

საერთო ჯამში 180-მდე სკოლა იწყებს დედაქალაქში სასწავლო პროცესს.

სკოლებში სიახლეებია - დაწყებით საფეხურზე ბავშვები ფორმებით ივლიან.

ასევე, შეიცვალა ეროვნული სასწავლო გეგმა და განახლდა საგნობრივი სტანდარტები, მოსწავლეებს სხვადასხვა საგანში უკვე ახალი სახელმძღვანელოები დახვდებათ, დაწყებით საფეხურზე 100 სკოლაში იხსნება რობოტიკის კლუბი, ხოლო საბაზო საფეხურზე, დამატებით, 100 სკოლაში იხსნება სტემ კლუბი, ფართოვდება „სამხედრო საქმის" პროგრამა.

ასევე, სკოლებში ამოქმედდა მობილური ტელეფონებისა და ჭკვიანი საათების გამოყენების შეზღუდვის წესი და სკოლები შესაბამისი დაცული სათავსოებით აღიჭურვა, მოსწავლეებს ემატებათ ახალი არჩევითი კურსებიც.

ასევე დაგაინტერესებთ:

ფეიქრების ქუჩაზე, „ნოვას“ საწარმოში CO-ს რეზერვუარი აფეთქდა - დეტალები

„უმჯობესია უპირატესობა დროის მშვიდად გატარებას მიანიჭოთ...“ - 15 სექტემბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

როგორი ამინდია მოსალოდნელი 15 სექტემბერს საქართველოში?

წყარო: rustavi2.ge