
56 წლის ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, პიარტექნოლოგი და მწერალი ლალი მოროშკინა, გადაცემის „პოსტ ალიონი“ სტუმარი იყო, სადაც ურთიერთობებში ბალანსის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მან ასევე გაიხსენა ცხოვრების ის მომენტი, როდესაც 15 წლის ასაკში მოიტაცეს და რთული არჩევანის წინაშე დადგა:
„აღმოჩნდა, რომ ბალანსი პირველ რიგში უნდა გქონდეს ოჯახის წევრებთან, მშობლებთან, შვილებთან, მეუღლესთან, მეგობრებთან.
რაც უფრო ვიზრდებით, ვხვდებით, რომ ეს საჭიროა. ადრე თუ გვეგონა, დედაჩემთან ყველაფერი შეიძლება, არა. იქაც არსებობს რაღაც ბალანსი. მით უმეტეს, როცა ორივე ასაკში შევდივართ. ურთიერთობას სჭირდება გაფრთხილება, ლამაზად შეფუთვა. ყველაფერი მიაყარო იმიტომ, რომ მშობელია და ყველაფერს აიტანს - არა!
მე, ჩემს თავს ვერ მივცემ უფლებას, რომ ზრდასრულ შვილს კატეგორიულად მოვთხოვო არ წავიდეს წვიმიან ამინდში და ერთადერთი გამოსავალი რაც გაქვს, ღმერთს სთხოვო, მშვიდობით ატარე. ბევრი ფიქრობს, რადგან ჩემი შვილი ხარ, ჩემი გაჩენილი ხარ, მე როგორც ვიტყვი ისე უნდა იყოს! ეს მიდგომა ძალიან აზიანებს შვილებს, განსაკუთრებით ბიჭებს.
როდესაც ვიყავი 15 წლის, პატარა გოგო, რომელიც სკოლის ფორმით მოიტაცეს, ვიყავი არჩევანის წინაშე, რომ მეთხოვა მშობლებისთვის წავეყვანე. დედაჩემის ფრაზა: „ვერ წაგიყვან, იმიტომ, რომ ვერელები და საბურთალოელები არიან დაპირისპირებულები ერთმანეთთან და სისხლი დაიღვრება“, ამ განცდით ვიცხოვრე. ალბათ დედაჩემმა ამით ბალანსის დაცვა სცადა. რომელი ჯობდა ბიჭები დაიღუპონ თუ შვილი. მე გამწირეს“, - ამბობს ლალი მოროშკინა.
ასევე დაგაინტერესებთ: