Digest Logo

„უკვე ვგრძნობ ადამიანი კი არა, მანქანა ვარ, რომელიც ფულს გამოიმუშავებს...“ - რას წერს დათო ლიკლიკაძე

1757621300
დათო ლიკლიკაძე

ურნალისტმა დათო ლიკლიკაძემ სოციალურ ქსელში საკუთარი გადატვირთული დღის შესახებ სტატუსი გამოაქვეყნა და მშობლების როლზე, შვილის აღზრდის პროცესში მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც იგი წერს, დილიდან საღამომდე ოფიციალურ შეხვედრებსა და კულტურულ ღონისძიებებს ესწრებოდა - იუსტიციის სახლში, უნივერსიტეტის გადაღებაზე, საერთაშორისო კონფერენციაზე, მაღაზიის გახსნასა და გამოფენაზე, ასევე რამდენიმე პრემიერასა და ფილმის ჩვენებაზე.

„ეს ფოტო სრულიად ასახავს დღის ბოლოს ჩემს მდგომარეობას.

დილით 9 საათზე იუსტიციის სახლში ვიყავი. არასდროს რომ არ ყოფილა იქ რიგი 5 წუთზე მეტი, ზუსტად 45 წუთი მომიწია მოცდა. მთელი ქუთაისი მაგ დროს იყო მოსული. 10 საათზე უკვე ვიყავი ნიკეაზე, ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ქუთაისის სასწავლო ცენტრში გადაღებაზე. 11 საათზე „გელათი რეზიდენსში“ საერთაშორისო კონფერენციის „ველქამი“ მქონდა, სადაც ორგანიზატორებმა 80 ადამიანი დამაპატიჟებინეს და ყველას ცალ-ცალკე შევხვდი და მოვეფერე. იქიდან გავარდი და „სმარტი“ გავხსენით, მერე რეკლამა ჩავწერე, მერე ღვინის კონფერენციის დასრულებას მივუსწარი. მერე კაკაბაძის გალერეაში სასწაული გამოფენის გახსნას დავესწარი, მერე გიორგი სიხარულიძის სასწაულად მაგარ პრემიერაზე ვიყავი, მერე ნანა ჯორჯაძის ფილმის ჩვენებაზე ვიყავი.

ახლა ძვირფასი ბაჩო ხეცურიანის დაარსებულ „ღვინის საერთაშორისო დღის“ ვახშამზე ვარ მიწვეული, მაგრამ შვილი მირეკავს მოდი რა უნდა მოგიყვე, თამარა ტუტუცი გაპარულა ბებიაჩემთან (ანუ დედაჩემთან) უნდა გაჩვენო საიდან გადაპარულაო (თამარა მის ერთ ერთ თოჯინას ჰქვია, რომელსაც სისხლი გაუშრო). ახლა სახლში ასეთ მდგომარეობაში ვარ და თუ ორ წუთში არ მოვცოცხლდი და არ ვეთამაშე ჩემს თავს ვერასოდეს ვაპატიებ, რადგან ჩემი შვილი ისე სწრაფად იზრდება ის არასოდეს იქნება სულ 3 წლის, 5 წლის, 7 წლის, 12 წლის, 22 წლის და მერე რას მეთამაშება და რას მომეფერება? მიუხედავად იმისა, რომ უკვე ვგრძნობ ადამიანი კი არა, მანქანა ვარ, რომელიც ფულს გამოიმუშავებს, მგონია რომ უფრო მეტს უნდა ვუკეთებდეთ ჩვენს შვილებს. „შვილი ვერასოდეს გადაიხდის მშობლის ამაგს“- სიბრძნე არ ახლავს ამ ნათქვამს.

რა უნდა გადაიხადონ ჩვენმა შვილებმა? რისი ვალი აქვს ჩემს შვილს? ვინ მაიძულებს ასე დაღლას? ამას ხომ იმ სიამოვნებისთვის ვაკეთებ რომ ჩემი შვილი იყოს კარგად? ანუ მე მინდა, მე მსიამოვნებს, მე მსურს მისი მაგრად ყოფნა, რადგან გენეტიკური და ეკოლოგიური კოდით ვარ მასთან დაკავშირებული. მოკლედ ნურავის დავაბრალებთ ჩვენს დაღლას. არავის ჩვენი ვალი არ აქვს!

P.S. რამხელა სტატუსი დამიწერია. წავედი მეგობრებო ბარგი უნდა ჩავალაგო, ხვალ ფრენა მაქვს“, - წერს დათო ლიკლიკაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „სანამ ვსუნთქავ, წამით არ მოგიშორებ...მაპატიე, რომ ვერ გიშველე!“ - ანრი ბიბინეიშვილი დედაზე ემოციურ პოსტს წერს

⭕„ყველა ლუქი ისტორიას ჰყვება...“ - თაკო ჩხეიძე ახალ კადრებს გვიზიარებს

🎥 გოგა მანიამ ლევან ხაბეიშვილის დაპატიმრება 30 აგვისტოს იწინასწარმეტყველა