Digest Logo

🎥 „ხალხს ჰქონდა მოლოდინი, მერე მეც მომინდა, რომ ევროვიზიაზე კარგად წარმედგინა საქართველო“ - ნინი აირისი კარიერულ ნაბიჯებზე

1757658477
ნინი აირისი

ნინი ბრეგვაძე, იგივე Nini Iris, ქართველი მომღერალია, რომელმაც ამერიკულ „ვოისში“ მიიღო მონაწილეობა. იგი პროექტის ნახევარფინალისტიც გახდა.

პოპულარულ შოუში წარმატებული მონაწილეობის შემდეგ ნინი კარიერულად წინ მიიწევს, ჩაწერა ქართული სიმღერაც, რომლის ტექსტის ავტორი თავადაა.

ამჯერად მომღერალი „კვირა პოდკასტის“ სტუმარი იყო, სადაც განვლილ კარიერულ ნაბიჯებზე ისაუბრა:

- რატომ „Voice“? 

არამარტო ამ კონკურსში, არამედ სხვაგანაც ვცდილობდი მოხვედრას. ამას ვაკეთებდი ამერიკაში ჩამოსვლის დღიდან, დიდად მიზანი არ ყოფილა კონკურსში მემღერა, მაგრამ ვფიქრობდი, კარგი დასაწყისი იქნებოდა. ვცდილობდი უშედეგოდ, 6 წელი. მეშვიდე ცდაზე უკვე ფეხებზე მეკიდა, შევიცვალე „მაინსეტი“, არსად მიწევდა წასვლა, ონლაინ გავაგზავნე ჩანაწერი. 

თავიდან 90 წამიანი სიმღერა გავაგზავნე, შემდეგ სრული 4 სიმღერა, მერე ინტერვიუ, გადარჩევა, ფსიქოლოგიური 4 საათიანი ტესტი, ჩავაბარე.

ფსიქოლოგიურად გამიჭირდა? კონკურსი იყო ჩვეულებრივი „ვოქეიშენი“, 6 თვიანი დასვენება. კიდევ კარგი ეგ პროექტი მოხდა, ამდენი ხანი არ დამისვენია, რაც ამერიკაში ჩამოვედი. 

ჯამში იყო 1 000 სიმღერა, გვითხრეს, აქედან 15 აირჩიეთ, 5 თქვენ რაც გინდათ მიაწერეთო, არ გაძლევენ უფლებას ის იმღერო, რაც გიყვარს. „რეალითი შოუა“ საბოლოო ჯამში. 

რაღაცები მკრთალი ფანქრით უნდა დაგეგმო, მერე იცვლება რაღაცები, ასეთია ადამიანი ვარ. 

- ერთადერთი ნეგატიური კომენტარი იყო - „ძალიან ბევრს მოძრაობ“ სცენაზეო. ამან განაპირობა შემდეგ ეტაპებზე მაყურებლის მხარდაჭერის ნაკლებობა?

მახსოვს ეგ კომენტარი, რეალურად მაგდენს არ ვმოძრაობდი რეპეტიციაზე, იმიტომ, რომ მეზარებოდა. ეს ვიდეო ნაილს რომ გავუგზავნე, თავად მითხრა, ეცადე უფრო მეტი იმოძრაოო. მერე რიბამ მითხრა ჩემთვის ძალიან ზედმეტი იყოვო. ხალხის მხრივაც, ვისაც მოსმენილი ვყავდი, ასეთიც მოვწონვარ და ისეთიც. 

- სხვა მუსიკალური კონკურსებიდანაც გქონდა შეთავაზება? 

ზუსტად „ვოისის“ პერიოდში მომივიდა შეთავაზება „ამერიკან აიდოლიდან“ ოღონდ ისე, რომ მე არც გამიგზავნია. არჩევანი მქონდა, გადავწყვიტე „ვოისი“. 

ხალხს ჰქონდა მოლოდინი, მერე მეც მომინდა, რომ ევროვიზიაზე კარგად წარმედგინა საქართველო, აქედან გავაგზავნე“, - ამბობს ნინი აირისი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

⭕ „უკვე ვგრძნობ ადამიანი კი არა, მანქანა ვარ, რომელიც ფულს გამოიმუშავებს...“ - რას წერს დათო ლიკლიკაძე

⭕ „სანამ ვსუნთქავ, წამით არ მოგიშორებ...მაპატიე, რომ ვერ გიშველე!“ - ანრი ბიბინეიშვილი დედაზე ემოციურ პოსტს წერს