Digest Logo

„-17 გრადუსი ყინვა და ქარის გაძლიერება“ - გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ

1767333928
ყინვა

 სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 3 და 4 იანვარს მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, შესაძლებელია, კოლხეთის დაბლობზე ზოგან ღამის ტემპერატურა -8, ხოლო შიდა ქართლში -17 გრადუსამდე დაეცეს.

„შესაძლოა, მნიშვნელოვნად დაზიანდეს სუბტროპიკული კულტურები და ვაზის ნარგავები.

ძლიერმა ყინვებმა და ლიპყინულმა, შესაძლებელია, გამოიწვიოს შეზღუდვები საავტომობილო გზებისა და მაგისტრალების ცალკეულ მონაკვეთებზე და მოყინულობა ელექტროგადამცემ ხაზებზე (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში. 

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

„ეცადეთ გაუზიაროთ გრძნობები მათ, ვისაც ენდობით...“ - 2 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12-ვე ნიშნისთვის

🎥 „ჩვენი ოჯახი გილოცავთ მთელ საქართველოს!!“ - როგორ აღნიშნეს ზივზივაძეებმა 2026 წლის დადგომა

„სიხარულის, სიყვარულის და დიდი წარმატებების წელი ყოფილიყოს!“ - ნინი ბადურაშვილი ოჯახურ კადრებს გვიზიარებს