მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ „რუსთავი 2“-ის რუბრიკაში „დედას“, დედასთან ურთიერთობასა და მასთან დაკავშირებულ მოგონებებზე ისაუბრა.
როგორც იგი ამბობს, არავინ ჰყავს დედაზე უფრო ახლოს ცხოვრებაში.
„პირველ რიგში, დედა ჩემთვის საუკეთესო მეგობარია. მადლიერი ვარ სამყაროსი და ღმერთის, რომ ასეთი ადამიანი არის დედაჩემი.
როდესაც ერთი წლის ვიყავი, დედა მამას დაშორდა, მამასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს და ძალიან მიყვარს, უბრალოდ ერთად ვერ იცხოვრეს, ამის გამო სულ დედასთან ვიყავი, მთელი ცხოვრება ერთად ვართ.
17 წლამდე დედასთან ერთად მეძინა, მარტო ძილი არ შემეძლო.
ყოველთვის ისეთ გარემოს მიქმნიდა, რომ თავი პრინცესად მეგრძნო.
დედა საერთოდ არ იყო მკაცრი, ასეთი ახლო ურთიერთობა რომ გვქონდა, მეგობრული საუბრით იმდენად ვემორჩილებოდი, რომ არ სჭირდებოდა ზედმეტი ყვირილი“, - ამბობს ნუცა.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: