გადაცემას „სიცრუის დეტექტორს“ სტუმარი „პატარების დიდი შოუს“ მონაწილე ბარბარე ჯანაშია იყო, რომელიც ხალხმა ძალიან შეიყვარა.
როგორც ბარბარემ აღნიშნა, სწორედ „პატარების დიდი შოუს“ დამსახურებაა, რომ დიდი ხნის უნახავ მამას შეხვდა.
„მე პოპულარული „პატარების დიდი შოუდან“ გავხდი, როდესაც გადაცემაში მამაზე ვისაუბრე და ცრემლები წამომივიდა, ამან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ხალხში, ჰეითერები წერდნენ, როგორ შეგიყვარდა 7 წლის უნახავი მამაო.
მამამ ჩემს ვიდეოს რომ უყურა, ემოციებისგან თავი ვერ შეიკავა, ეგრევე დაიწყო საბუთების შეგროვება და ახალ წელს ჩამოვიდა, ერთი თვე იყო და ისევ წავიდა.
მამაჩემი ჩემით ამაყობს, მინდა რომ მინდა ჰოლივუდის ვარსკვლავი გავხდე და ამაში ეჭვი არ მეპარება.
დედაჩემმა იმდენი გააკეთა, რომ მამას სიყვარული გამიორმაგა, იმდენი გააკეთა, რომ თავის თავზე მეტად შეგვაყვარა.. მამაჩემი ჩემით ამაყობს და მინდა სულ იამაყოს“, – აღნიშნა ბარბარე ჯანაშიამ.
უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო 👈
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕19 მარტი - ვინ დაიბადა და რა მოხდა ამ დღეს?