Digest Logo

🎥 18 გზის მსოფლიო და 17 გზის ევროპის ჩემპიონი - გაიცანით, პარალიმპიელი მარინე ფუტკარაძე, რომელიც 12 წელი ბავშვთა სახლში იზრდებოდა

1730200242
მარინე ფუტკარაძე

ბათუმელი 32 წლის მარინე ფუტკარაძე 16 წლის იყო, როცა მსოფლიო ჩემპიონი გახდა მკლავჭიდში. 2011 წელს თურქეთში, ანტალიაში გამართულ შეჯიბრებაზე კი ნაკრებში მეორე ადგილი დაიკავა. სპორტსმენის პირველი ოქროს მედალი ბრაზილიაში მოიპოვა. 

მარინე ფუტკარაძე ბათუმის ბავშვთა სახლში გაიზარდა, იქ 12 წელი იცხოვრა. პირად ცხოვრებასა და კარიერაზე მან გადაცემაში „შუადღე“ ისაუბრა.

„18 წლის რომ გავხდი მამაჩემისგან გავიგე, რომ ორი და მყავდა. გავიცანი, მაგრამ ვერ ვიზამ მათთან იმას, რომ ურთიერთობა მქონდეს, არ შემიძლია. გავიზარდე, ვარ წარმატებული, მე თავად ვიპოვე ეგენი. 

2 წელი ბავშვებს ვავარჯიშებდი, ევროპის ჩემპიონები გახდნენ, ამიტომ მომავალ წელს ბავშვთა სახლშიც გავივლი და მათაც ვავარჯიშებ, ყველაფერს გავუკეთებ. 

მომავალ წელს უფრო მეტი უნდა გავაკეთო ამ სპორტში. მკლავჭიდის გარდა, მე არაფერი არ მინდა. ეს სპორტი არის ჩემი მთელი ცხოვრება”, - ამბობს მარინე ფუტკარაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ორივე თქვენგანს უდიდესი სიხარული და სინათლე შემოგაქვთ ჩვენს ცხოვრებაში“ - თაკო ჩხეიძის ემოციური მილოცვა ქმარს და შვილს

🎥 „სიზმარში რაც ვნახეთ, მისი შეცვლა შეგვიძლია“ - როგორ მივხვდეთ სიზმარი წინასწარმეტყველურია თუ არა?

რა არის ცხოვრებაში იღბლისა და წარმატების გარანტორი და როგორ გავლენას ახდენს ჩვენი დადებითი თუ უარყოფითი ქმედებები ორგანიზმის ვიბრაციებზე