Digest Logo

🎥 „სიზმარში რაც ვნახეთ, მისი შეცვლა შეგვიძლია“ - როგორ მივხვდეთ სიზმარი წინასწარმეტყველურია თუ არა?

1730192581
ანზორ ოდიშარია

ზოგი ადამიანი შავ-თეთრ სიზმრებს ხედავს, ზოგიც – ფერადს – ეს ადამიანში არსებულ შემოქმედებით პოტენციალზე მეტყველებს. თუმცა, იმას, თუ რას მოასწავებს ან, კონკრეტულად, რა მინიშნებებს გვაძლევს ესა თუ ის სიზმარი, ხშირად განაპირობებს, მთვარის დღე. კონკრეტული მთვარის დღეებში ნანახი სიზმრით ბევრი რამის გათვლაა შესაძლებელი. 

დაძინებისას ჩვენ უჩვეულო, ირეალურ სივრცეში ვხვდებით და ხან კოშმარული ზმანებები გვსტუმრობს, ხან კი საოცრად ლამაზი ხილვები, ვხედავთ უცხო თუ ნაცნობ ადამიანებს, ვსაუბრობთ მათთან, ვმოგზაურობთ აქამდე უცნობ ადგილებში, ზოგჯერ დავფრინავთ კიდეც. ზოგადად, სიზმრები, საკუთარი თავისა და ბედის შეცნობაში გვიწყობს ხელს.

ზოდიაქოს რომელ ნიშნებს აქვთ ინტუიციური სიზმრები და როგორ მივხვდეთ სიზმარი წინასწარმეტყველურია თუ არა? - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დღის პოსტი“ ასტროლოგმა, ეზოტერიკომა და ნუმეროლოგმა ანზორ ოდიშარიამ ისაუბრა.

„სიზმარს სამი ეტაპი აქვს: პირველი არის ინტუიციის გამოვლინება, ადამიანმა დააგროვა ინფორმაცია დღის განმავლობაში, რის შედეგადაც არაცნობიერმა წარმოქმნა სურათი და სიზმრის სახით გამოიტანა სააშკარაოზე. 

მეორე ეტაპი: ეზოტერიკული სიზმარი. თუ ჩვეულებრივი ქვეცნობიერული სიზმარი მარტივად გვავიწყდება და გავლენას არ ახდენს, ამ შემთხვევაში შეუძლებელია ვერ მიხვდე, რომ სიზმარს განსაკუთრებული ემოციური დატვირთვა აქვს, იღვიძებ დაღლილი, გახსოვს სიუჟეტი და მარტივად აღქმადია, რომ ის რაღაცას ნიშნავს. 

მესამე ეტაპი: გამოცხადება, როცა ზეციური ძალა ესახება და ინფორმაციას აძლევს, შეუძლებელია ვერ მიხვდე, რომ ეს მინიშნებაა. ერთი თვის მანძილზე ერთი და იგივე სიუჟეტი შეიძლება იყოს.

არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომლებსაც აქვთ ინტუიცია, ჰყავთ თავიანთი მფარველები და მათზე სიზმრის ამხსნელი არცერთი ლიტერატურა არ მუშაობს. ისინი თავად პასუხობენ, რა სიზმარი რას ნიშნავს. 

ზოგადად, მესიზმრე ზოდიაქოს ნიშნები არიან წყლის ნიშნები, თევზები, კირჩხიბები და მათ აქვთ კარგი ინტერპრეტაცია, რადგან ემოციასაც კი იმახსოვრებენ. 

სასწორსა და მერწყულსაც კარგი განმარტების უნარი აქვთ. 

ლომს და მშვილდოსანს მოსდით მნიშვნელოვანი ინფორმაცია სიზმარში. უფრო გლობალურ თემებს იჭერენ ინტუიციით. 

სიზმარში რაც ვნახეთ, მისი შეცვლა შეგვიძლია. როგორც კი ამ მდგომარეობაში შეხვალ და იტყვი ცუდი სიზმარი ვნახე, უნდა უხმო შენს მფარველ ძალებს. იტყვი ჩემო წინაპრებო, ჩემო ანგელოზებო იყავით ჩემს მცველად და მფარველად, ან ღმერთს მიმართავ გასწავლოს გზები როგორ აირიდო ეს ყველაფერი, ან დამიცავი“, - ამბობს ანზორ ოდიშარია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

რა არის ცხოვრებაში იღბლისა და წარმატების გარანტორი და როგორ გავლენას ახდენს ჩვენი დადებითი თუ უარყოფითი ქმედებები ორგანიზმის ვიბრაციებზე

🎥 რა კავშირი აქვს პოდაგრას თირკმელების დაზიანებასთან და რატომ იწვევს სახსრების მწვავე ტკივილს? - რევმატოლოგის განმარტება

ოქროს ბურთი 2024 - გამარჯვებულები და ყველა მნიშვნელოვანი დეტალი