მენოპაუზის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 18 ოქტომბერს აღინიშნება.
დღის მიზანია საზოგადოების ინფორმირება მენოპაუზის შესახებ, ქალთა ჯანმრთელობის მხარდაჭერა და ამ პერიოდთან დაკავშირებული სტიგმების მოხსნა.
როდის ეწყება ქალს მენოპაუზა და რა არის მისი პირველი ნიშნები - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „შაბათ-კვირის დილა“ გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგმა მადონა ჯუღელმა ისაუბრა:
„ქალის ცხოვრების 1/3 გადის ამ პერიოდში, ეს იწყება საშუალოდ 40 წლის შემდეგ, ოღონდ ამ პერიოდს ჰქვია პერიმენოპაუზა და როდის დამთავრდება, ყველას ინდივიდუალურად აქვს, იქამდე კი ქალი იმყოფება ამ „ატრაქციონში“, როდესაც ჰორმონები ადიან და ჩადიან, განწყობაც მსგავსად იცვლება.
ცხოვრების ხანგრძლივობა გაიზარდა, მაგრამ მთავარია ცნობიერება გავზარდოთ, ცხოვრების ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამბობს მადონა ჯუღელი.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო 👇
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕თიკა ფაცაცია 45 წლის გახდა - ტელეწამყვანი დაბადების დღე კოპენჰაგენში შეხვდა