Digest Logo

🎥 „19 წლის ასაკში წამოვედი სახლიდან, იმდენმა ტკივილმა მოიყარა თავი, რომ...“- რას ჰყვება არჩილ სოლოღაშვილი

1706678050
არჩილ სოლოღაშვილი

ტელეწამყვანი აჩიკო სოლოღაშვილი, „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში, ბავშვობის ისტორიას იხსენებს და გვიყვება, თუ რა სირთულეები ახლდა მის დამოუკიდებლად ცხოვრების დაწყებას 19 წლის ასაკში.

პატარა ვიყავი როდესაც სახლიდან წავედი. დავიწყე სამსახური, 19 წლის ვიყავი. იყო მსუბუქი, მაგრამ მუქარა, იყო თბილი საუბარი, იქნებ, არ გინდა დედიკო, ვინ გაგირეცხავს, ვინ გაჭმევს, ვინ გასმევს. იმდენმა ტკივილმა მოიყარა თავი, რომ ჩემს თავს ვეკითხებოდი, ღირდა თუ არა ამის გაკეთება. მერე მივხვდი, რომ მე ძალიან მინდოდა და მათი ტკივილები მეორეხარისხოვანი იყო, ვიდრე ჩემი ლტოლვა დამოუკიდებლობისადმი. მერე იყო დღეში რამდენიმე ზარი, ესემესი. რა ქენი, ჭამეო? მეტი გაღიზიანება და მზრუნველობა გამოიწვია. სახლში როცა ვიყავი, შეიძლებოდა, არ დაერეკათ და არ ეკითხათ, მშიერი ვიყავი თუ არა. არ მინდოდა, ჩემი ოჯახისთვის მეტი ტკივილი მიმეყენებინა. გარკვეული ეტაპის მერე მიიღეს ეს მოცემულობა“,- ამბობს არჩილ სოლოღაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„თავიდან თითქოს დავეცი, მაგრამ საკუთარ თავში ძალა ვიპოვე და ფეხზე წამოვდექი“ - რას წერს ოზურგეთში ძაღლის მიერ დაკბენილი ლაზარეს დედა

ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებიც 2024 წლის თებერვალში შედარებით ფრთხილად უნდა იყოს

⭕🎥 „ხელოვნების ნიმუში ხარ“ - სალომე ჭაჭუას და ირლანდიელი მეწყვილის ცეკვა სოცქსელს იპყრობს