Digest Logo

2 აგვისტოს პატრიარქი შიო III სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღავლენს

1785494050
შიო III პატრიარქი

2 აგვისტოს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

ამავე დღეს პატრიარქის მიერ დალოცვილი გვარები ილიაობის დღესასწაულის აღსანიშნავად ასევე შეიკრიბებიან სამების საპატრიარქო ტაძარში.

წირვის შემდეგ მისი უწმინდესობა და უნეტარესობა სიონის საპატრიარქო ტაძარში ნეტარხსენებულ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის.