Digest Logo

20-წლამდელთა მსოფლიო თასზე ესპანეთთან მატჩისთვის უმცროსი „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობა ცნობილია

1752336713
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე, მე-9 ადგილის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები 14 ივლისს, 17:30 საათზე, ვერონაში, ესპანეთს ეთამაშება.

იტალიასთან თამაშის შემდეგ უმცროსი „ბორჯღალოსნების“ სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობაში მცირედი ცვლილებები განახორციელა. შეხვედრას გუნდის კაპიტანი ანდრო დვალი ტოვებს (იტალიასთან მას  მსაჯმა წითელი ბარათი აჩვენა), მის ნაცვლად მესამე ხაზში ლუკა ნარსია ბრუნდება. დვალის არყოფნაში გუნდის კაპიტანი თემურ წულუკიძე იქნება.

სასტარტო შემადგენლობაში ადგილი შეინარჩუნეს – ბაჩუკი ბარათაშვილმა, მათე ღურწკაიამ, მიხეილ ხახუბიამ, გაგი მარგველაშვილმა, გიორგი არძენაძემ და მიხეილ შიოშვილმა.

ხაზში გიგი სირბილაძის ნაცვლად, მგეზავის პოზიციაზე თამაშს გიორგი ჯაში დაიწყებს და ის გიორგი სპანდერაშვილს შეუწყვილდება. ცენტრში ნუგზარ ქევხიშვილისა და დათა ახვლედიანის წყვილი ითამაშებს. ცენტრიდან ფრთაზე გადაინაცვლა სანდრო მესხიძემ, მეორე ფრთაზე კვლავ ლუკა კეშელავა იქნება, ხოლო ფულბეკის პოზიციაზე – ლუკა თაყაიშვილი.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

ხაზი: 15. ლუკა თაყაიშვილი („ხვამლი“), 14. სანდრო მესხიძე („არმია“), 13. დათა ახვლედიანი („ლელო“), 12. ნუგზარ ქევხიშვილი („ლელო“), 11. ლუკა კეშელავა („არმია“), 10. გიორგი ჯაში („არმია“), 9. გიორგი სპანდერაშვილი („შავი ლომი“);

შერკინება: 1. ბაჩუკი ბარათაშვილი („აია“), 2. მიხეილ ხახუბია („ლელო“), 3. მათე ღურწკაია („კასტრი“), 4. თემურ წულუკიძე („ოიონა“, კაპ.), 5. გაგი მარგველაშვილი („რასინგი“), 6. გიორგი არძენაძე („ბათუმი“), 7. ლუკა ნარსია („აია“), 8. მიხეილ შიოშვილი („ტულონი“).

მარქაფა: 16. შოთა ხელაძე („ლელო“), 17. გიორგი ტურაშვილი („იფსვიჩი“), 18. გიორგი მესხიძე („პერპინიანი“), 19. დავით ბარამია („ტულონი“), 20. ნიკა აბესაძე („ლელო“); 21. თემურ ძოძუაშვილი („აია“), 22. საბა შარვაშიძე („აია“),23. სანდრო სესიაშვილი („არმია“).

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების მეტოქეს – ესპანეთმა მიმდინარე ტურნირზე ჯგუფში სამივე მატჩი წააგო საფრანგეთთან 11:49, არგენტინასთნ – 30:33, ხოლო უელსთან – 25:35.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ყველაზე ნათელი და ბრჭყვიალა...“ - ბაბი კირკიტაძის ახალი ფოტოები სოცქსელს იპყრობს

⭕ „რა კარგ ფორმაში ხარ...“ - მანუ მურღულია ბათუმიდან ახალ კადრებს აქვეყნებს

🎥 „ძალიან ვიცინი...“ - რა კადრებს აქვეყნებს რუსკა ქარქაშაძე მოგზაურობიდანს