Digest Logo

20 წლის ფეხმძიმე ქალის გარდაცვალების გამო საგარეჯოში საახალწლო ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი გადაიდო

1703139614
დადუ კერატიშვილი

ფეხმძიმე ქალის, 20 წლის დადუ კერატიშვილის გარდაცვალების გამო საგარეჯოში საახალწლო ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი გადაიდო.

ინფორმაციას ფეისბუკზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

20 დეკემბერს საგარეჯოში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 20 წლის ახალგაზრდას სიცოცხლე ემსხვერპლა.

„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი და მერიის თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ 19 დეკემბერს საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დადუ კერატიშვილის გარდაცვალების გამო
და უსამძიმრებენ გარდაცვლილი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის გადაწყვეტილებით, 22 დეკემბერს დაგეგმილი ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიება და სპექტაკლი გადადებულია“, - წერია გვერდზე.

 

 

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„კოცნა არ უყვარს...“ - გიორგი გაბუნია უსაყვარლესი შვილის ფოტოს აქვეყნებს

🔵🎥 ივანიშვილები სოციალურ ქსელში დაბრუნდნენ და პატარა დადუს სახეც გამოაჩინეს - კადრები რიო-დე-ჟანეიროდან