Digest Logo

„2025 წლის ზაფხულის ტენდენციაა, რომ საქართველო სიცხის და ჭექა-ქუხილის უეცარი მიმოცვლის შორისაა გახლეჩილი“ - მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე

1752736631
მეტეოროლოგი - კობა ფარტენაძე

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ამინდის პროგნოზის შესახებ წერს. 

მისი ინფორმაციით, წლის ცხელ პერიოდში ღრუბლიანი ამინდი მომატებულ ტენიანობასთან ერთად სიცხეს, განსაკუთრებით, დასავლეთშია შემაწუხებელი.

„საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს 2025 წლის ზაფხულის ტენდენციაა, რომ საქართველო სიცხის და ჭექა-ქუხილის უეცარი მიმოცვლის შორისაა გახლეჩილი.

ასე გაგრძელდება მომდევნო დღეებშიც, ხვალ კვლავ მნიშვნელოვნად დაცხება და ზოგან +36 გრადუსი დაფიქსირდება, შაბათ-კვირასაც ცხელი ამინდია მოსალოდნელი, მაგრამ დროდადრო მოიღრუბლება და ზოგან შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა, ელჭექით.

აქვე გეტყვით, რომ წლის ცხელ პერიოდში ღრუბლიანი ამინდი მომატებულ ტენიანობასთან ერთად სიცხეს, განსაკუთრებით, დასავლეთში შემაწუხებელს ხდის.

მაღალი ტემპერატურისა და მაღალი ტენიანობის კომბინაცია ამცირებს თქვენი სხეულის თვითგაგრილების უნარს, ამიტომაცაა სანაპირო კურორტებზე ხშირად არც ისე მაღალია ჰაერის ტემპერატურა, მაგრამ ვგრძნოთ, რომ ძალიან ცხელა, ეს „სითბოს შეგრძნებითი ინდექსის" მაღალი მაჩვენებელია, მომატებული ტენიანობის ფონზე, რომელიც შესაძლებელია რეგიონის ნებისმიერ ლოკაციაზე დაფიქსირდეს“, - წერს მეტეოროლოგი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕„თუ კი მე დღეს ჯანმრთელობა შერყეული მაქვს და დღეს უბინაოდ ვარ, ეს არის წინა ხელისუფლების დამსახურება“ - ეკა კვალიაშვილი

⭕როგორ მოვიქცეთ ზაფხულის ცხელ დღეებში? - ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები