Digest Logo

2026 წლის გამოცდები დასრულდა

1785339681
ეროვნული გამოცდები

ბოლო გამოცდა 29 ივლისს მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში ჩატარდა. გამოცდაზე რეგისტრირებულთა 80%-ზე მეტი გამოცხადდა.

2026 წლის საგამოცდო პროცესი 2 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყო. 83 000-ზე მეტ აპლიკანტს საქართველოს 12 ქალაქში გახსნილი 24 საგამოცდო ცენტრი ემსახურებოდა.

ნაშრომების გასწორების პარალელურად უკვე მიმდინარეობს ცალკეულ საგნებში შედეგების გამოქვეყნება. სხვა საგამოცდო საგნების შედეგებიც ეტაპობრივად, ნაშრომების გასწორების დასრულებისთანავე გამოქვეყნდება.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოცხადდა რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 94%-მდე. სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე - რეგისტრირებულ აპლიკანტთა 79%-ზე მეტი. საერთო სამაგისტრო გამოცდაზე - 83%-ზე მეტი, ხოლო მასწავლებელთა გამოცდებზე - რეგისტრირებულთა 83%-ზე მეტი მასწავლებელი და მასწავლებლობის მსურველი.

გამოსაცდელები შედეგების ნახვას შეძლებენ ვებგვერდზე online.naec.ge, პირადი ნომრისა და სარეგისტრაციო გვერდზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მიღებული რვანიშნა კოდის გამოყენებით.

ყველა საგნის პირველადი შედეგის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება საპრეტენზიო განაცხადების მიღება. განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად და გამოსაცდელებს შესაძლებლობა ექნებათ გაასაჩივრონ როგორც ერთი ან რამდენიმე დავალება, ასევე მთლიანი ტესტი.

აბიტურიენტების საყურადღებოდ! სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს საპრეტენზიო განაცხადებზე პასუხების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ, შესაბამისად, მათ კიდევ ერთხელ ყურადღებით უნდა გადახედონ საკუთარ არჩევანს და, რაც მთავარია, ნებისმიერი შეტანილი ცვლილება დაიმახსოვრონ. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ქარელში ტაქსის მძღოლმა ბენზინი გადაისხა - კაცი კლინიკაშია გადაყვანილი

⭕🌙 მთვარის ფაზების საიდუმლო: როგორ მოქმედებს ღამის მნათობი ჩვენს ჯანმრთელობაზე, ენერგიასა და განწყობაზე

⭕ ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი