Digest Logo

21 აპრილი მიცვალებულთა მოხსენიების დღეა - ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წავიკითხოთ

1776774105
ლოცვა

დღეს, 21 აპრილს, მართლმადიდებლური სამყარო მიცვალებულთა მოხსენიების დღეს აღნიშნავს. ეს არის დღე, როდესაც განსაკუთრებული სიყვარულით, ლოცვითა და პატივისცემით ვიხსენებთ მათ, ვინც ჩვენს გვერდით აღარ არიან, თუმცა ჩვენს გულებში მუდამ რჩებიან.

ეკლესიური სწავლებით, მიცვალებულთათვის აღვლენილი ლოცვა მათთვის უდიდესი შვება და ჩვენი მხრიდან გამოხატული უპირობო სიყვარულია. ამ დღეს მორწმუნეები ტაძრებში იკრიბებიან, ანთებენ სანთლებს და უფალს შესთხოვენ მათი ახლობლების სულების განათლებას.

წარმოგიდგენთ ლოცვას, რომლის წაკითხვაც დღეს ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია საკუთარი მიცვალებულების სახელზე:

„მოიხსენე, უფალო, სულნი გარდაცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა (მოიხსენიეთ თქვენი ახლობლების სახელები) და ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტიანეთა, მიუტევენ მათ ყოველივე შეცოდებანი, ნებსითნი და უნებლიეთნი, მიჰმადლე მათ სასუფეველი და ზიარება საუკუნეთა კეთილთა შენთა და წარუვალისა ცხოვრებისა ნეტარება.

ამინ“.