Digest Logo

22 წლის თაზო მთივლიშვილის მკვლელობის საქმეზე დამნაშავეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

1792660400
თაზო მთივლიშვილი

სასამართლომ 22 წლის თაზო მთივლიშვილის მკვლელობის საქმეზე გიორგი პაპაშვილი დამნაშავედ ცნო და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

თაზო მთივლიშვილი 2025 წლის 17 თებერვალს, საკუთარი დაბადების დღეზე ორთაჭალაში, გიორგი პაპაშვილის საცხოვრებელ ბინაში მოკლეს.

მიზეზი საშაურმეში ფულის მოპარვის სქემა გახდა. გავრცელებული ცნობებით, თაზო მთივლიშვილს, რომელიც ობიექტზე მუშაობდა, სალაროდან თანხის მოპარვასა და გიორგი პაპაშვილისთვის გადაცემას სთხოვდნენ, რაზედაც იგი უარს ამბობდა.

ნარკოტიკის ქვეშ მყოფმა პაპაშვილმა ახალგაზრდას სახისა და თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა, შემდეგ კი თავში ხის საჭრელი დაფა ჩაარტყა.

პროკურორის ინფორმაციით, წაქცეულ ახალგაზრდაზე ძალადობა 6 საათის განმავლობაში გაგრძელდა, რის შედეგადაც ახალგაზრდა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

მკვლელობის მონაწილეებმა გარდაცვლილი საცხოვრებელ ბინაში დატოვეს. მოგვიანებით ცხედარი პაპაშვილის დედამ აღმოაჩინა.

მიმალვაში მყოფი ბრალდებული რუსეთში დააკავეს და საქართველოში დააბრუნეს.

მთივლიშვილის მკვლელობის საქმეზე კიდევ სამი პირია მსჯავრდებული. მათ დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებოდათ ბრალად.

მსჯავრდებულია ბაირამ ალი გუსეინოვიც, რომელიც ამ დრომდე ძებნაში იმყოფება.

გიორგი პაპაშვილის დედამ მედიასთან განაცხადა, რომ 20 წლამდე პატიმრობა უფრო სამართლიანი სასჯელი იქნებოდა. იგი გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

თაზო მთივლიშვილის დედამ, ეთერ აკოფაშვილმა კი სასამართლოს გადაწყვეტილებას სამართლიანი უწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ცნობილია სად და როდის დაკრძალავენ გიორგი ნემსაძეს

⭕რატომ გვეშინია ხელოვნური ინტელექტის და რა როლი ექნება ადამიანს მომავალში - ფსიქოთერაპევტ მაგდა კოტრიკაძის განმარტება

⭕„არახელსაყრელია მოგზაურობა, ქორწილი, სარემონტო სამუშაოები“ - 22 ოქტომბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

✕