რატომ უჭირთ გათხოვება 40 წელს ზემოთ? რის გამო ინგრევა ოჯახები? - აღნიშნულ საკითხებზე გადაცემა „ღამის პრაიმ-ტაიმში“ საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა ისაუბრეს.
გადაცემის სტუმარი, დიზაინერი თათა ვარდანაშვილი იყო, რომელმაც ისაუბრა ოჯახის დანგრევის საკუთარ მაგალითზე ისაუბრა და ასევე, იმ პირობაზე, რომელიც მან საკუთარ თავს 24 წლის ასაკში მისცა.
„24 წლის ვიყავი, როდესაც გავხდი დედა და 7 დღის იყო ის როდესაც დავრჩი მარტო, ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ აღარასოდეს არ გავთხოვდებოდი. ჩემი მეუღლე 14 წლით უფროსი იყო ჩემზე, საკმაოდ წარმატებული მხატვარი დათო მაღრაძე.
იმედი კი არ გამიცრუვდა, ამ სიყვარულს მუდამ ვატარებ, მაგრამ კი არ დავისაჯე თავი, ამით ჩემს შვილს და საკუთარ თავს ვეცი პატივი.
ახლა 52 წლის ვარ და ეს გადაწყვეტილება არასოდეს არ მინანია, ვთვლი რომ სწორი არჩევანი გავაკეთე“, - განაცხადა თათა ვარდანაშვილმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 „ციხეში მითხრა ერთმა, შენ დაჯექი, ჩვენ უკვე რვა წელია ვზივართო“ – რას წერს გიორგი კეკელიძე
🔵 Facebook-ი და Instagram-ი შეფერხებით მუშაობს
🔵 „ვიყო მე მახინჯი, რა გადარდებთ“ - ვის მიმართავს კესარია აბრამიძე