Digest Logo

„მაინცდამაინც შოთა არველაძემ და ხვიჩა კვარაცხელიამ უნდა დაპოსტონ, ეს ბავშვი ციხეში რომ არ ჩაგვრჩეს?“ - ნიკო მიქაია

1680634402
ნიკო მიქაია

მარტის აქციების დროს სამართალდამცველებისთვის სავარაუდოდ მოლოტოვის კოქტეილის სროლაში ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისი ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა პირველადი ჩვენებით მან ეს ფაქტი დაადასტურა. საბოლოო სიტყვას სასამართლო იტყვის, მაგრამ მანამდე ოპოზიციისა და არასამთავრობოების ნაწილმა ბრალდებული პოლიტპატიმრად გამოაცხადა.

🔵 „მოლოტოვის კოქტეილის სროლა დანაშაულია. ასევე დანაშაულია პოლიციის მანქანის დაწვა. მაგრამ ერთი კითხვა მაქვს...“ - რას წერს მერაბ მეტრეველი

აღნიშნული თემის ირგვლივ დისკუსიას ყოფილი ძალოვანი და ახლა უკვე სამოქალაქო აქტივისტი ნიკო მიქაია, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

🔵 „მოლოტოვს ვინც გააკეთებს მე მსროლელი ვარ“, „კარგი ინსტრუქცია უნდა ინახოს დასამზადებლად“, „ვისაც კარგი მიზანი აქვს სჯობს კვერცხები, საღებავები ან ქვები ესროლოს“ - როგორ გეგმავდნენ ძალადობას 7-8 მარტის აქციის მონაწილეები

მაინცდამაინც შოთა არველაძემ და ხვიჩა კვარაცხელიამ უნდა დაპოსტონ ეს ბავშვი ციხეში რომ არ ჩაგვრჩეს?  

21 წლის ბიჭს უსწორდება ახლა სისტემა და ისევ გამაყრუებელი დუმილი!

დიახ, გამაყრუებელი დუმილი, რომელიც თუ სამუდამოდ არ დავანგრიეთ, ამ ქვეყნის რუსეთიზაცია იქნება გარდაუვალი!

,,იიი, მოლოტოვიშ კოქტეილიშ შროლაშ ამართლებ?” სასტავმა თავი არ შეიწუხოთ!

თქვენ რომ ჩუსტებში ფეხებგაყრილი ტელევიზორებთან ისხედით და სიგარეტს ეწეოდით, ეს ბიჭი და მისი თანატოლები ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს იცავდნენ და მოძალადე პოლიციელების გამოშვებულ მომწამვლელ გაზს, წიწაკის სპრეის და წყლის ჭავლის წყალს ყლაპავდნენ!

და ახლა სწორედ ლაზარეს სჭირდება დაცვა!

გაუვათ ლაზარეს დაჭერა? ხვალ ნებისმიერ სხვას დაიჭერენ და ისევ ეს გამაყრუებელი სიჩუმე იქნება ირგვლივ!

სისტემა არ დამარცხებულა!

მან უბრალოდ დროებით დაიხია უკან იმ მომენტში და ახლა გაძლიერებული ცდილობს ისევ ახალგაზრდობას შეუტიოს!“, - წერს მიქაია.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „ციხეში მითხრა ერთმა, შენ დაჯექი, ჩვენ უკვე რვა წელია ვზივართო“ – რას წერს გიორგი კეკელიძე

🔵 Facebook-ი და Instagram-ი შეფერხებით მუშაობს

🔵 „ვიყო მე მახინჯი, რა გადარდებთ“ - ვის მიმართავს კესარია აბრამიძე