25 ივლისი ლეგენდარული მომღერლის, მუსიკოსისა და კომპოზიტორის, ინოლა გურგულიას დაბადების დღეა. იგი 95 წლის გახდებოდა.
მომღერალი გარდაიცვალა 1977 წელს, დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.
სკოლის დამთავრების შემდეგ ინოლა ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტში ჩაირიცხა, სწორედ აქ ჩამოაყალიბა პირველი ქალთა ვოკალურ-საკრავიერი ტრიო „სამაია“ გიული დარახველიძესა და მედეა სიხარულიძესთან ერთად.
ტრიო ძირითადად ინოლას დაწერილ სიმღერებს ასრულებდა.
ინოლა გურგულიას სიმღერებს სრულიად განსხვავებული შესრულების მანერა ჰქონდა, რომელშიც ერთდროულად იგრძნობოდა ქართული ფოლკის, რომანსის, სვინგის ინტონაციები და ქალაქური სიმღერების სტილი.
სამწუხაროდ ინოლას სიცოცხლის მანძილზე ვერ მოხერხდა ვერცერთი ოფიციალური გრამფირფიტის ჩაწერა.
ინოლას სიმღერა „ქარი კვლავ არხევს“ ჟღერს კინოფილმში „დღე უკანასკნელი დღე პირველი“.
მეტის სანახავად გადადით ბმულზე:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕25 ივლისს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
⭕ ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ წინასასეზონო სამედიცინო შემოწმება გაიარა - ფოტოები