Digest Logo

27 წლის ცნობილი ინფლუენსერი, ვიდეოს გადაღების დროს, ჩანჩქერიდან გადავარდა და დაიღუპა

1721659558
27 წლის ცნობილი ინფლუენსერი

27 წლის ცნობილი ინფლუენსერი, ინდოეთში, საკუთარი კონტენტისთვის ვიდეოს გადაღების დროს, ჩანჩქერიდან გადავარდა და დაიღუპა.

ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.

აანვი კამდარი, დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლიდან, კუმბჰეს ჩანჩქერის ხეობაში გადავარდა, რომელიც ინდოეთში, მანჯურნაში მდებარეობს.

ინფლუენსერი ხეობაში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა და ისინი Instagram-ისთვის იღებდნენ ვიდეოს.

სასწრაფო დახმარება სწორედ მისმა მეგობრები გამოიძახეს. ადგილზე მისულ მაშველებს ძლიერმა წვიმამ ხელი შეუშალა.

მაშველების თქმით, ქალი კლდეების მყარ, მოლიპულ ზედაპირზე დაეცა. 6-საათიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ, გოგო ხეობიდან ამოიყვანეს. ამოყვანის დროს, ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და რეაგირებდა, თუმცა საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, მიღებული ტრავმების შედეგად, გარდაიცვალა.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რა ასაკში შეიძლება ეპილაციის დაწყება და რომელი მეთოდი გამოვიყენოთ მოზარდებისთვის არასასურველი თმის მოსაშორებლად

🎥 არსებობს თუ არა ბედისწერა, რა გავლენა აქვს მას ჩვენზე და როგორ ვმართოთ ის - ანზორ ოდიშარიას განმარტება

🎥 რა გვიშლის ხელს წარმატების მიღწევაში და 3 სურვილი, რომელიც ყველაზე მეტად გვჭირდება განვითარებისთვის