28 აპრილს, 20:00 საათზე, რუსთაველის თეატრის სცენაზე ჯგუფი „ურსას“ კონცერტი გაიმართება. კონცერტის შესახებ ჯგუფის სოლისტ გიორგი ძოწენიძე, გადაცემაში „შაბათ-კვირის დილა“ საუბრობს:
„კონცერტის მიღმა ის დიდი სიყვარულია, რაც ჩვენი მამოძრავებელი ძალა და ფორმულაა. ჩვენ 15 წლის წინ დავიწყეთ ეს საქმე და რამაც წარმატება მოგვიტანა არის - ერთმანეთისადმი დიდი სიყვარული. ბუნებრივია, წლებმა გამოცდილება მოგვიტანა. კონცერტზე რაც ხდება არტისტიზმი, ეს ბუნებრივად ხდება და ზოგჯერ მგონია, ზედმეტიც კი მომდის, რადგან ყოველი ეს ურთიერთობა მაყურებელთან წრფელი და ნამდვილია. რაც შეეხება 28 აპრილს დაგეგმილ კონცერტს, ყველა იმ სიმღერებს მოვასმენინებთ მაყურებელს განსხვავებული ვერსიით, რაც მათ ძალიან უყვართ“, - ჰყვება გიორგი ძოწენიძე.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო: