
საქალაქო სასამართლოში ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ცნობილი ჩოგბურთელის - ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე განაჩენი 2022 წელს გამოცხადდა. მოსამართლის - ხათუნა ხარჩილავას გადაწყვეტილებით ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნეს.
აღნიშნულის შემდეგ საგანგებო მიმართვა საზოგადოებისთვის ჩოგბურთელმა ახლახან სოციალურ ქსელში გაავრცელა და მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.
„გამარჯობა ყველას. დიდი დრო გავიდა, ამიტომ ვწერ სიახლეს მათთვის, ვინც ჩემზე ღელავს და ჩემი ფანია. 3-4 წლის განმავლობაში ძალიან რთული პერიოდი მქონდა ჩემს ცხოვრებაში.. როგორც პირადად ცხოვრებაში, ასევე პროფესიული კარიერის მხრივ..
ბოლო 3 წელია ვებრძვი იდაყვის ტრავმას. თამაშის დროს ჩემი შესაძლებლობების მხოლოდ 50%-ს ვიყენებ, ყოველ კვირას ვსვამ ტკივილგამაყუჩებლებს და დღითი დღე მიწევს ახალი გამოსავლის პოვნა.
ყოველ ჯერზე აუტანელი ტკივილით მიწევდა კორტზე გასვლა, ვკარგავ თავდაჯერებასა და სიამოვნების მიღების შესაძლებლობას. მაინც არ ვამბობ უარს, ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია და მჯერა, რომ ვიპოვი გამოსავალს..
მადლობა მხარდაჭერისთვის“, - წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი.
View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ:
„101 წლის გახდა, ეს ადამიანი ჩვენი ერის სიამაყეა“- რა ფოტოებს ავრცელებს გოგა ჩანადირი