Digest Logo

„101 წლის გახდა, ეს ადამიანი ჩვენი ერის სიამაყეა“- რა ფოტოებს ავრცელებს გოგა ჩანადირი

1683826698
გოგა ჩანადირიგოგა ჩანადირი

ქართველი ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში ფოტოებს ავრცელებს და წერს, რომ გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორს ელენე აბაშიძეს სტუმრობდა, რომელიც 101 წლის გახდა.

🎥 „მამაჩემს საერთოდ არ უნდოდა რეპერი ვყოფილვიყავი“ - „მასტერი“

ეს ელენე აბაშიძეა. 101 წლის გახდა.

არის გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი ავტორია 540 მეცნიერული ნაშრომის.

ქალბატონ ელენეს თამაზ ბექაიამ, მისმა საგანმანათლებლო ფონდის წარმომადგენლებმა საუკუნოვანი იუბილე მიულოცეს და მხარდაჭერა აღუთქვეს.

იუბილარი დღეს აქტიურ სამეცნიერო საქმიანობას აღარ მისდევს, მაგრამ ერთი სიამოვნებაა მასთან საუბარი.

ჰქონდა ურთულესი, ქარიშხლიანი და ენთუზიაზმით სავსე ცხოვრება, მათ შორის მეცნიერებასა და პედაგოგიკაში.

ქალბატონმა ელენემ 13 200 ექპერიმენტის ანალიზის მიხედვით, შეისწავლა წყალსაცავების საძირკველში კირქვების ნაპრალების მოქმედების წყლის ჰიდროქიმიური და ჰიდროდინამიკური მექანიზმი და შეცვალა მსოფლიოში გაბატონებული კირქვის ნაპრალების ზედაპირების ხსნადობის მცდარი მეთოდი, რომელსაც 2 საუკუნე იყენებდნენ და მსოფლიო მეცნიერები.

მან ასევე შექმნა ახალი კვლევის მეთოდი და მისი განზომილება.

1995 წელს დაასახელეს წლის მეცნიერად.

მადლობა ლალი ფაციას ქალბატონ ელენესთან დაკავშირებისთვის.

ეს ადამიანი ჩვენი ერის სიამაყეა“,- წერს ჩანადირი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„მივმართავ ყველა შვილმკვდარ მშობელს, ანუგეშეთ ეს ახალგაზრდები, თქვენ იცით ამ სიმწრის ფასი“ - ლევან ჭელიძე მიმართვას ავრცელებს

🔵„სასულიერო პირმა მიწოდა ფარჩაკი და მითხრა, რომ ძაღლის ბეწვადაც არ ვღირვარ“ - რას წერს ტარიელ სუარი

🔵თიკა ფაცაცია აშშ-ში მოგზაურობს - რა ფოტოებს აქვეყნებს ტელეწამყვანი