Digest Logo

3 ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ

1669187401
ლოცვა და სანთელი

ქრისტიანული სამყარო 23 ნოემბერს გიორგობას აღნიშნავს. დღეს საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება. 

საკვირველთმოქმედი და ძლევამოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა. წმინდანი საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ.

გთავაზობთ სამ ლოცვას რომელიც გიორგობა დღეს უნდა წაიკითხოთ...

1. ჰოი, ყოვლადნეტარი, წმიდაო დიდო მოწამეო გიორგი, მიითუალე საგალობელი ესე ქებისა და ღმრთისა მიმართ შუამდგომელობითა შენითა გვიხსენ ჩუენ ყოვლისაგან ბოროტისა, რაჲთა შენ თანა ვღაღადებდეთ: ალილუია, ალილუია, ალილუია 

2. ტყუეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო, დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

3. ევედრე, წმიდაო მოწამეო ქრისტესო, შენგან შეყუარებულსა ტკბილსა იესუს, რათა მოგუანიჭოს მადლი და წყალობა თვისი აღურაცხელი

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„დღეს შეძლებთ ძველი ნაცნობების ახლებურად დანახვას, მლიქვნელი და ფარისეველი მეგობრების მხილებას“ - მიხეილ ცაგარელი

🔵„უცნობის კიდობანი“ დროებით წყვეტს მაუწყებლობას