Digest Logo

30 ივლისი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა

1690708557
ტრეფიკინგი ირანში

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურისა და შრომის ინსპექციის სამსახურის თანამშრომლობით, თბილისსა და ბათუმში, საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.

შრომითი ექსპლუატაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარებულ შეხვედრებს, კერძო კომპანიებში დასაქმებულ პირები ესწრებოდნენ.

პროკურორებმა და შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლებმა მიმოიხილეს საქართველოში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მიმართულებით არსებული მდგომარეობა, მიღწევები და გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვაზე ორიენტირებული მიდგომისა და მხარდაჭერის საკითხებს.

შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ დაიცვან თავი შრომითი ექსპლუატაციისგან, ვის მიმართონ ტრეფიკინგის სავარაუდო შემთხვევის დროს და რა სახელმწიფო სერვისებია ხელმისაწვდომი დაზარალებულთათვის. შეხვედრაზე ასევე განიხილეს, თუ რა სამართლებრივი მექანიზმებით ებრძვის სახელმწიფო ამ დანაშაულს და როგორია შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევების პრევენციის, შრომითი ტრეფიკინგის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი.

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტული მიმართულებაა. შრომითი ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, შრომითი ტრეფიკინგის ფაქტების გამოვლენის, პრევენციისა და აღკვეთის სამუშაო ჯგუფი ფუნქციონირებს, რომლის შემადგენლობაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები შედიან. აღნიშნული სამუშაო ჯგუფის მიზანია სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა შრომითი ტრეფიკინგის ფაქტების გამოსავლენად.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ სახელმწიფოების მიერ განხორციელებული ღონისძიებებით, საქართველო მსოფლიოს მასშტაბით კვლავ პირველ საფეხურზეა.

საქართველო სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს და ამ მიმართულებით თანმიმდევრულ და კოორდინირებულ ღონისძიებებს მუდმივ რეჟიმში ახორციელებს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „იზღუდებოდა თუ არა ირინა ბათიაშვილი იმის გამო, რომ ირაკლი ბათიაშვილის შვილია?“ - ირინა ბარათაშვილი მამაზე

🔵 „წელიწად-ნახევარში ჩვენი ისტორია შევქმენით“ - ლიზა ყენიას ამერიკულ ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებებია

🔵 „შაბათის საღამო, პიცა, Netflix-ის სულელური შოუ, ლოიკთან და ჩვენ ძაღლებთან ერთად“ - როგორ გამოიყურება დემნა გვასალიასთვის ბედნიერება?